ოხანაშვილი: ცალკეული ევროპარლამენტარის პოზიცია არ გამოხატავს არც ევროკავშირის, არც სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას

„ეს ადამიანები თუ საუბრობენ თითქოსდა მსჯავრდებული სააკაშვილის უდანაშაულობაზე, ეს არის ქართველი ხალხის აბუჩად აგდება ან შეცდომაში არიან შეყვანილი. ჩამოვიდნენ და პირადად გაეცნონ ფაქტობრივ გარემოებებს, ცოცხალ მოწმეებს და ადამიანებს, ვინც არიან მსხვერპლი, დაზარალებულები და ნახავენ, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ისეთ განცხადებასა და ისეთ პოზიციას ნუ დაიკავებენ, რომელიც მათი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს მიაყენებს შეურაცხყოფას. ეს სხვა არაფერია თუ არა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და მსხვერპლი, დაზარალებული მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფა. კეთილი ინებონ და ყველამ პატივი სცეს სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ყოფილი ვიცე-მერი – მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით
შემდეგი სტატიალოიდ ოსტინი- რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში საქართველო დიდი ხანია მდგრადი და მტკიცე ნაბიჯებით უჭერს მხარს აშშ-ს