ობამამ და ერდოღანმა პუტინის შემორიგების გზებზე ილაპარაკეს

აშშ-ს პრეზოდენტმა ბარაკ ობამამ და თურქეთის ლიდერმა რეჯეპ ერდოღანმა პარიზში შეხვედრისას განიხილეს, როგორ შეამცირონ თურქულ-რუსულ ურთიერთობებში დაძაბულობა.
“ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეუძლიათ თურქეთს და რუსეთს ერთად მუშაობა, რომ პრობლემის მოგვარების დიპლომატიური გზები გამოინახოს” – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ამასთანავე, ობამამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს თურქეთის უფლებას თვითდაცვის შესახებ. “აშშ მხარს უჭერს თურქეთის უფლებას თავი დაიცვას ნებისმიერ მოცემულობაში, მათ შორის საჰაერო საზღვარზე” – განაცხადა მან. ობამამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია საერთო მტერთან ბრძოლაში კონცენტრირდნენ და საერთო ძალებით ებრძოლონ ისლამურ სახელმწიფოს.
ერთი დღით ადრე ამერიკის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მწუხარება გამოთქვა სუ-24-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიგანათლების და სპორტის მინისტრებმა განახლებული სპორტული დარბაზი მოინახულეს
შემდეგი სტატიაბათუმის 22-ე საჯარო სკოლაში პედაგოგმა მოსწავლე სცემა