ბასილაია: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენი ორივე სარჩელი მიღებული აქვთ

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენი ორივე სარჩელი მიღებული აქვთ და კომუნიკაციაში იმყოფებიან მხარეებთან, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია საქმეზე, სადაც სააკაშვილის მიმართ არ არსებობს არანაირი ობიექტური ან პირდაპირი მტკიცებულება.

„სამწუხაროდ, ამ დრომდე სასამართლო არ გამოგვხმაურებია და ჩვენი სამართლიანი, კანონიერი მოთხოვნა კვლავ ჰაერში აქვთ გამოკიდებული სასამართლო პროცესების დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმართულია სარჩელები და ამ სარჩელებზე არის აქტიური ჩართულობა. მოვისმინე სახელისუფლებო პროპაგანდისტებისგან ადვოკატები არ საუბრობენ ამ სარჩელზეო. როგორ არ ვსაუბრობთ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენი ორივე სარჩელი მიღებული აქვთ და კომუნიკაციაში იმყოფება მხარეებთან. სარჩელები წარმართულია მაშინ, როდესაც საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოისობით საქართველოს მესამე პრეზიდენტს სრულიად დაუსაბუთებლად და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ შეეფარდა მსჯავრი. საუბარია შეწყალების გამო პრეზიდენტის მსჯავრდებაზე, საუბარია საქმეზე, სადაც პრეზიდენტის მიმართ არ არსებობს არანაირი დამაჯერებელი, ობიექტური ან რაიმე პირდაპირი მტკიცებულება“, – განაცხადა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე: საქართველოში კოალიციურ მმართველობას ალტერნატივა არ აქვს
შემდეგი სტატიაბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს