ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურა ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი უკვე დასრულდა. სამართალდამცველებმა ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებებს ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი ხვიჩა ქადაგიძე ხელმძღვანელობდა.

საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ დღეს დილით თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას ითხოვდა, მათ შორის მიმდინარეობდა დავა.

banner
წინა სტატიაშიბასილაია: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენი ორივე სარჩელი მიღებული აქვთ
შემდეგი სტატია“რა მადლობელი ვარ შენი!” – მიხეილ სააკაშვილის წერილი ნანუკა ჟორჟოლიანს