ბაშარ ასადმა თქვა, რომ ის სუპერმენი არ არის

ბაშარ ასადმა თქვა, რომ ის სუპერმენი არ არის

ბაშარ ასადმა თქვა, რომ ის სუპერმენი არ არისსირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა სირიის მხრიდან ტერორიზმთან ბრძოლის როლზე ისაუბრა და თავისი მთავრობის პრინციპულობას გაუსვა ხაზი – Postimees- ი იტყობინება.
ევროდეპუტატების დამასკში ვიზიტისას, სირიის ლიდერმა განაცხადა, რომ სირია ევროპის ზურგია, მაგრამ არასდროს გახდება ამერიკის ზურგი. ქვეყანაში არსებული დიქტატურის შესახებ დასმული შეკითვის პასუხად, ასადმა აღნიშნა: “როგორ ავხსნათ მაშინ ის, რომ სირიელები აგერ უკვე ხუთი წელი და სამი თვეა იბრძვიან? ერთი ადამიანის გამო ეს შეუძლებელი იქნებოდა. მე სუპერმენი არ ვარ. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით” – თქვა ასადმა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ესპანეთის, ლატვიის, ესტონეთის დეპუტატები. მათი თქმით, სირიასთან დაკავშირებით აუცილებელია პოლიტიკური დისკუსიების აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“რჩეულიშვილებმა გადაწყვიტეს, მათ მიერ მოტყუებული ათასობით მოქალაქისთვის დევნილებიც მიემატებინათ”
შემდეგი სტატიამაია რჩეულიშვილი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ