“ის კადრი ძალიან მნიშვნელოვანია”-ომბუდსმენი იმ მასალის შესწავლას იწყებს, რომელიც ადასტურებს, რომ პარლამენტზე შტურმი არ იგეგმებოდა

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ უწყვეტ კადრებს, რომელიც ადასტურებს, რომ პარლამენტში შეჭრის საფრთხე არ არსებობდა, ომბუდსმენი ეხმაურება.

ნინო ლომჯარიას განცხადებით ეს კადრები ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა და სახალხო დამცველის აპარატი მოითხოვს, რომ ეს მასალა გამოძიების პროცესში შესწავლილი იყოს. ომბუდსმენის თქმით, აღნიშნულ კადრებს ისიც გამოითხოვს.

„რა თქმა უნდა ის ვიდეოკადრი რაც გავრცელდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ რა თქმა უნდა მოვითხოვთ, რომ ეს მასალა შესწავლილი იყოს გამოძიების პროცესში და დადგინდეს რა კონტექსტში და როდის ჰქონდა აი, ამ საუბარს და განვითარებულ მოვლენებს ადგილი, მე ვფიქრობ, რომ იქნება ეს მნიშვნელოვან მტკიცებულება. დაახლოებით ალბათ იქით კვირაში ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევხვდეთ ჩვენს საკონსულტაციო საბჭოს, სადაც გავაცნობთ ჩვენი დაკვირვების პირველ შედეგებს. რა თქმა უნდა ეს შედეგები გულისხმობს იმასაც, რამდენად იკვლევს ყველა იმ მტკიცებულებას თუ გავრცელებულ ვიდეომასალას, რაც ვრცელდება მედიასაშუალებებში პროკურატურა და რა თქმა უნდა, ეს მასალაც ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნილი,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ამშვიდებს გაბრაზებულ დემონსტრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და როგორ აპირებენ ოპოზიციონერი ლიდერები მოლაპარაკებებზე შესვლას პარლამენტში.

banner
წინა სტატიაში“ეს კოლონა ყოველთვის აღმოცენდება როცა ტალახი იქნება გასატანი” – გაბაშვილი ზოიძის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაბარონ მიუნჰაუზენივით იძიებს გახარია, ფაქტობრივად იძიებს თავის დანაშაულს – გიგი უგულავა