ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მოძრაობის გადაკეტვის გამო, ავტობუსების მარშრუტები იცვლება

ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მიმდინარე სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა დროებით იზღუდება.  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შესაბამისად, იცვლება იმ მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები, რომლებიც გაივლიან აღნიშნულ მონაკვეთს. კერძოდ: № 31, 44, 50, 55, 71, 80, 102 – იმოძრავებენ მარჯვენა სანაპირო – მშრალი ხიდი – ათონელის ქ. – ვირსალაძის ქ. – ბარათაშვილის ქ. № 59 – ბარათაშვილის ხიდი (აღმართი) – ავლაბრის მოედანი – ბარათაშვილის აღმართი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის ფარგლებში, უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.

სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

banner
წინა სტატიაშისალაჰ აბდესლამმა გამოძიებასთან თანამშრომლობა შეწყვიტა- ტერორისტი დუმილს ინარჩუნებს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური ჟურნალისტებს – რატომ არ მეუბნებით, რომ ჭკვიანი კაცი ვარ?