სალაჰ აბდესლამმა გამოძიებასთან თანამშრომლობა შეწყვიტა- ტერორისტი დუმილს ინარჩუნებს

დაკავებულმა ტერორისტმა სალაჰ აბდესლამმა, რომელიც პარიზში მოწყობილის ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება, სამართალდამცავებთან თანამშრომლობა ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდგომ შეწყვიტა. ამ დროისთვის აბდესლამს სამართალდამცავებისთვის მხოლოდ ის აქვს ნათქვამი, რომ ის თავის აფეთქებას პარიზის ტერაქტის დროს სტად დე ფრანსზე აპირებდა. ამასთანავე ის გეგმავდა „რაღაცას“ ბრიუსელშიც.
სალაჰ აბდესლამის ადვოკატის სვენ მერის განცხადებით, ის ეცდება, რომ აბდესლამი არ ჩაიკეტოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს:

„ მე არ მინდა რომ ის ჩაიკეტოს, იმიტომ რომ თუ ის ჩაიკეტება და არ ილაპარაკებს, ეს ჩვენ ახალი „ზავენტემის“ და „ბატაკლანის“ წინაშე დაგვაყენებს. მინდა რომ ეს თავიდან ავიცილოთ“- განაცხადა ადვოკატმა.

სალაჰ აბდესლამი ამ დოროისთვსი ბრუგეს ციხეში იმყოფება.

შეგახსენებთ, 26 წლის სალაჰ აბდესლამი, რომელიც ბელგიაში დაბადებული ფრანგია, 4 თვიანი ძებნის შემდეგ 18 მარტს ბრიუსელში, მოლენბეკის კომუნაში დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 4 პირი. სპეცოპერაციისას აბდესლამი ფეხში დაიჭრა.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საზოგადოება “20/30”-ის წევრები საარჩევნო სიაში აღმოჩნდნენ
შემდეგი სტატიაბარათაშვილის ხიდის ქვეშ მოძრაობის გადაკეტვის გამო, ავტობუსების მარშრუტები იცვლება