პარიზში ოლანდისა და პუტინის შეხვედრის თემები გამოქვეყნდა

11საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, პარიზში 19 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე სირიაში კონფლიქტის დარეგულირებაზე ისაუბრებენ – რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი ავრცელებს.
“მათ დატვირთული კულტურული პროგრამა აქვთ, რაც რუსეთ-საფრანგეთის ტრადიციული პარტნიორობის გაგრძელებაა. მხარეები საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის, სირიასა და უკრაინაზე” – განაცხადა სერგეი ლავროვმა დღეს თავის ფრანგ კოლეგასთან ჟან-მარკ ეიოსთან საუბარში.
გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი შეშფოთებულია სირიაში შექმნილი მდგომარეობით და მისი მოგვარება სურს.

სირიის კონფლიქტში, უკანასკნელი კვირის მანძილზე განვითარებული სიტუაციის გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს – აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტმა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წ. შევა
შემდეგი სტატია(video) ჰაკერები ყირიმელებს უკრაინის ჰიმნით არ ასვენებენ