ბანკის დაყაჩაღებამდე გატაცებულების ახლობლები – გამტაცებლებს ორივე მათგანი მთელი ღამე ტყეში ჰყოლიათ, მამაკაცი ხელ-ფეხშეკრული საბარგულში ყოფილა გამოკეტილი

გლდანში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული მამაკაცის ახლობლების ინფორმაციით, თავდამსხმელებს გატაცებულები მთელი ღამე ტყეში ჰყავდათ.

როგორც პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილი, გატაცებულების ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი მანქანის საბარგულში იყო მოთავსებული.

„მთელი ღამე ტყეში ყოფილან. ბიჭსაც და გოგოსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონიათ. ბიჭი მთელი ღამე მანქანაში, საბარგულში ჰყოლიათ გამოკეტილი, გოგო – სალონში. გოგოს უკითხავს, რისთვის გჭირდებითო და გამტაცებლებს უთქვამთ „ხვალ ნახავთო“, – განაცხადეს ახლობლებმა.

გლდანში, პოლიციის მე-2 განყოფილებაში, წუხელ გატაცებული ახალგაზრდა ქალი უკვე დაკითხეს, მამაკაცის დაკითხვა კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს არ უჭერს
შემდეგი სტატიაოდიოზური პერსონაჟებით უწევთ მკვდარი პოლიტიკური პროექტის ვითომდა გაცოცხლება