ეკა ბესელია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს არ უჭერს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 8, 2019 15:51

ეკა ბესელია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს არ უჭერს

მე მივესალმებოდი, რომ ჩვენ დავამკვიდროთ პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური კალენდარი შევინარჩუნოთ, – ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, უნდა დაინიშნოს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი თავიდან იქნას აცილებული.

“ამომრჩეველი ირჩევს საკუთარ ხელისუფლებას და უნდა, რომ ეს იყოს იმ ვადით, რა ვადითაც ირჩევს. მივესალმები, თუ შევინარჩუნებთ ამ კულტურას და რყევებს თავიდან ავიცილებთ. რასაკვირველია, ქვეყანას სჭირდება პროგრესი და ქვეყანას სჭირდება განვითარება და ეს ყველაფერი არჩევნების გზით უნდა ხდებოდეს,” – განაცხადა ბესელიამ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 8, 2019 15:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,241
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics