ოდიოზური პერსონაჟებით უწევთ მკვდარი პოლიტიკური პროექტის ვითომდა გაცოცხლება

“ქართული ოცნება“ მკვდარი პოლიტიკური პროცესია – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა. ოპოზიციის წევრი მმართველი პარტიის მიერ ახალი სახეების ძებნის პროცესს გამოეხმაურა, რომელშიც როგორც ცნობილი ხდება, გუნდის სხვა ლიდერებთან ერთად, სოზარ სუბარიც არის ჩართული.

თინათინ ბოკუჩავას შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანება კომპეტენტურ ადამიანებს არ სურთ, რადგან მისი თქმით, ის „ტოქსიკური პროექტია“. ბოკუჩავას განცხადებით, ახალი სახეების შერჩევა მმართველ გუნდს ვეღარ უშველის.

„ის, რომ საზოგადოების მეხსიერებაში ჰაკიმ ფაშად დარჩენილი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ განახლების სიმბოლო, ვფიქრობ, რომ ცხადად მეტყველებს ამ პოლიტიკური გუნდის და პირადად ბიძინა ივანიშვილის კრიზისზე. ეს ადამიანი და პოლიტიკური გაერთიანება კომპეტენტურ, ნორმალურ ადამიანებს აღარ იზიდავს და აღარ ეკარება. ტოქსიკურია ეს, როგორც პოლიტიკური პროექტი. შესაბამისად, ასეთი ოდიოზური პერსონაჟებით უწევთ, ეს კალაძე იქნება, სოზარ სუბარი თუ ირაკლი კობახიძეს, ამ მკვდარი პოლიტიკური პროექტის ვითომდა გაცოცხლება,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიბანკის დაყაჩაღებამდე გატაცებულების ახლობლები – გამტაცებლებს ორივე მათგანი მთელი ღამე ტყეში ჰყოლიათ, მამაკაცი ხელ-ფეხშეკრული საბარგულში ყოფილა გამოკეტილი
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტის პროექტს არაფერი ემუქრება, ყოველთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა და მომავალშიც ექნება