ბაიდენის პირველი განცხადებები

აშშ-ს პრეზიდნეტმა ჯო ბაიდენმა ის საკითხები დაასახელა, რაზეც ვლადიმირ პუტინთან ისაუბრა. მისი თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ “აუცილებელია საბაზისო წესების არსებობა, რომელიც უნდა შესრულდეს”. მისი თქმით, შეხვედრის ტონი, რომელიც ოთხი საათი გაგრძელდა, “პოზიტიური იყო” და “ფეთქებადი ატმოსფერო” არ ყოფილა.

თემებს შორის ბაიდენმა დაასახელა: 1. კიბერუსაფრთხოება – ჯო ბაიდენმა რუსეთს 15 სტრატეგიული ობიეტის სია გადასცა, რომელზეც არ შეიძლება თავდასხმა განხორციელდეს. 2. ადამიანის უფლებები – ოპოზიციის დევნაზე, მათ შორის, ნავალნისა და თავისუფალი მედიის მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მან, ასევე “რადიო თავისუფლების” შეზღუდვები ახსენა. 3. სტარტეგიული სტაბილურობა – მხარეები შეთანხმდნენ, რომ იარაღის შეზღუდვის შესახებ მოლაპაარკებებს დაიწყებენ. 4. უკრაინის უსაფრთხოება – მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს, 5. ბელორუსი – ბაიდენმა იქ შექმნილ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატა, 6. პატიმრების გაცვლა – შესაძლებელია ციხეებში მყოფი თავისუფლებაშეზღუდულების გაცვლა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენი ამ წუთებში მართავს პრესკონფერენციას.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა ახსნა თუ რატომ შეხვდა პუტინს
შემდეგი სტატიაბაიდენს კითხეს მას სჯერა თუ არა პუტინის