ტელეკომპანია „მაესტროს“ პარტნიორთა კრება დასრულდა. კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობას დატოვებს.
როგორც ჟურნალისტებს მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუცხადა კრებამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ გენეტალური დირექტორის თანამდებობას, ტელეკომპანიის 55% წილის მფლიობელი გია გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე დაიკავებს.