პაატა იმნაძე: გრიპის ეპიდემიის პიკი გადავიარეთ ისე, რომ ეპიდემიური ზღვარისთვის არ მიგვიღწევია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის ზრდის ტემპის მატება აღარ იქნება.

როგორც იმნაძემ „პირველ პრესკლუბში“ აღნიშნა, გრიპის ვირუსის პიკმა ისე გადაიარა, რომ ეპიდემიური ზღვარისთვის ქვეყანას მიუღწევია. იმნაძე განმარტავს, რომ გრიპის ეპიდემია მარტამდე იქნება, თუმცა, აქვე დასძენს, რომ მაღალი ავადობა კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება და მერე კლებას დაიწყებს.

მისი თქმით, ქვეყანაში ათიათასობით ადაიანმა უკვე გადაიტანა გრიპის ვირუსი, აქედან კი, ჯამში ლაბორატორიულად H1N1 ვირუსის 245, ხოლო H3N2 ვირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, 8 ფატალური შედეგი H1N1 ტიპის ვირუსით დაფიქსირდა, ხოლო 1 ადამიანი H3N2 ვირუსით გარდაიცვალა.

„ათიათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ უკვე გადაიტანა გრიპი ყოველგვარი პრობლემების და გართულებების გარეშე, რა თქმა უნდა, მათ შორის იყო მძიმე მიმდინარეობა, მაგრამ გამოჯანმრთელდნენ უკვე. სამწუხაროდ, იყო რამდენიმე ფატალური შედეგი, რომლის ძირითადი მიზეზი იყო გვიანი მიმართვა და თანმხლები დაავადებები. წინა კვირას ჩვენთან ავადობა იყო 100 ათას მოსახლეზე 357, უკრაინაში და რუსეთში ათასზე მეტია 100 ათას მოსახლეზე. ამ ეტაპზე მიმართვიანობის ზრდის ტემპი შემცირდა. წინასწარი პროგნოზით, ზრდის ტემპის მატება აღარ იქნება. ანუ პიკი გადავიარეთ ისე, რომ ეპიდემიური ზღვარისთვის არ მიგვიღწევია. შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არის. გრიპი მარტამდე იქნება, მაგრამ მაღალი ავადობა კიდევ ერთი კვირა და მერე დაიკლებს“, – აღნიშნა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, წლევანდელი სეზონი არაფრითაა გამორჩეული სხვა სეზონებისგან. მისივე თქმით წელს გრიპის სეზონი ურფო რბილად მიმდინარეობს, ვიდრე წინა წლებში.

„2009-2010 წლების სეზონზე გარდაცვილილი იყო 33 ადამიანი; 2011-2012 სეზონზე – 53 ადამიანი; შემდეგ წლებში იყო დაახლოებით 20-ზე მეტი ლეტალური შედეგი, შარშან კი 10 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების მასშტაბებზე და წლევანდელი სეზონი არაფირით არ გამოირჩევა თავისი სიმძიმით, არც თავისი რაოდენობრივი მაჩვენებლებით წინა წლების სეზონისგან“,- აღნიშნა იმნაძემ.

პაატა იმნაძის მოუწოდებს მოსახლეობას, გაციების პირველივე ნიშნების დროს, ოჯახის ექიმს მიმართონ, რათა გრიპის ვირუსის გართულება და ლეტალური შედეგები თავიდან იქნას აცილებული.

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე ბოდიშს იხდის და პრეზიდენტსაც იგივეს ურჩევს
შემდეგი სტატიაბაია გადაბაძე “მაესტროს” გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენეს