„ბაღის პედაგოგები ვალდებული არიან, რომ ყოველწლიურად გაიარონ სამედიცინო შემოწმება“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბაღის პედაგოგები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად გაიარონ სამედიცინო შემოწმება და ეს მკაცრი მოთხოვნაა. კალაძემ ამის შესახებ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში პედაგოგისთვის ტუბერკულოზის დიაგნოზთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“დღეს დილით ბაღების სააგენტომ გააკეთა განცხადება. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა კონკრეტულ ადამიანთან, რომელსაც დაუდგინდა ​ტუბერკულოზი, გაიარონ შემოწმება. შემოწმების ხარჯს თავის თავზე აიღებს ბაღების სააგენტო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ტუბერკულოზის ცენტრთან და შევთანხმდით, რომ დღის განმავლობაში ყველა მშობელი მიიყვანს პატარას და ყველა მასწავლებელი გაივლის შემოწმებას. რაც შეეხება პრევენციას, პედაგოგები ვალდებული არიან, რომ ყოველწლიურად გაიარონ შემოწმება ამ მიმართულებით და ეს მკაცრი მოთხოვნაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : დღეს რომ ნულიდან იწყებოდეს ყველაფერი, ატენის ქუჩაზე, ამ კონკრეტულ ადგილზე მშენებლობის ნებართვას არ გავცემდი
შემდეგი სტატიამესტიაში მოკლული ლომარ ნიგურიანის ოჯახი ხელისუფლებას მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებს