მესტიაში მოკლული ლომარ ნიგურიანის ოჯახი ხელისუფლებას მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებს

მესტიაში მოკლული ლომერ ნიგურიანის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ახლობლები ამბობენ, რომ ხელისუფლება მკვლელობაში ბრალდებულს მფარველობს, სამართალდამცავი ორგანო კი, გამოძიებას განზრახ აჭიანურებს.

ოჯახი მესტიაში დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს რეგიონში კრიმინოგენული ვითარება 90-იან წლებს დაემსგავსა.

მათივე განცხადებით, ნიგერიანის მკვლელი მესტიის დატოვებას დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა. ოჯახი ამბობს, რომ ის ან კვლავ მესტიაში იმყოფება ან ხელისუფლების დახმარებით, კოდორის ხეობაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„ბაღის პედაგოგები ვალდებული არიან, რომ ყოველწლიურად გაიარონ სამედიცინო შემოწმება“ – კახა კალაძე
შემდეგი სტატიაალასკასთან 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა