ბადრი ჯაფარიძე: ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კომპლექსურ პრობლემებზე

„შინაარსიანი, მაგრამ ძალიან რთული მოლაპარაკებები გვქონდა, რომელიც ხვალ გაგრძელდება. კონკრეტულად სხვას ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ვსაუბრობთ ძალიან კომპლექსურ პრობლემებზე, რომელიც მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებს. გამომდინარე საკითხების სირთულიდან, პროცესი გრძელდება ხვალ, დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ-ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

განწყობებზეც არ მინდა გესაუბროთ. ჩვენ ვსაუბრობთ პაკეტის შეთანხმებაზე, ყველა საკითხზე უნდა შევთანხმდეთ. არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება, შეუთანხმებელი დარჩეს. მხარეების მონდომება თუ არსებობს, გადაულახავი სირთულე არ არსებობს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი
შემდეგი სტატიავაშაძე: უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტში კონკრეტული ტექსტი, კონკრეტული გადაწყვეტილება