ვაშაძე: უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტში კონკრეტული ტექსტი, კონკრეტული გადაწყვეტილება

ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს, ამ კვირაში, ამ ექვსპუნქტიანი გეგმის ხუთ საკითხზე შევთანხმდებით. არაფერია შეთანხმებული, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული. ამ საკითხების გარეშე შეთანხმება არ იქნება, ანუ ყველა ამ საკითხზე უნდა შევთანხმდეთ, მათ შორის უნდა შევთანხმდეთ პოლიტპატიმრების საკითხზე, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე, საარჩევნო, სასამართლო რეფორმაზე, ძალაუფლების განაწილებაზეც. ყველა ამ საკითხზე უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტში კონკრეტული ტექსტი, კონკრეტული გადაწყვეტილება“, – ამი შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კომპლექსურ პრობლემებზე
შემდეგი სტატიაპოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების გარეშე, შეთანხმება ვერ შედგება – აკო მინაშვილი