შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი

არის საკითხები, სადაც პოზიციები შეჯერდა, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საკმაოდ რთული საუბარი იყო, თუმცა შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე თავად ელოდა.

„ჯერ არაფერი არ დასრულებულა. ბევრ საკითხზე საკმაოდ რთული საუბარი იყო. არის საკითხები, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულია. ხვალ ისევ გაგრძელდება მოლაპარაკება. დეტალებში ვერ შევალ. რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი. დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის. დეტალებში ვერ შევალ. ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიფოთის პორტში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე: ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კომპლექსურ პრობლემებზე