ბაჩანა შენგელია მომხდარზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი ქუთაისის საავადმყოფოდან უკვე გადაასვენეს ზუგდიდში, საკუთარ სახლში.

ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში გენ. ინსპექცია შევიდა. კერზაია ამბობდა, რომ გენ. ინსპექციის შესვლა, სკოლაში არჩევნებს უკავშირდებოდა, რადგან პირად საუბარში მას უთხრეს, რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვაზე უარის თქმა იყო.

გარდაცვლილის შვილი ბაჩანა შენგელია მომხდარზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყებამ საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივი განცხადება გაავრცელა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი