შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974
წელს დაბადებული მ.ხ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული
5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი დააყაჩაღა, საიდანაც
ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 190 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
სამართალდამცველებმა მ.ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის
ჩადენის იარაღი და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და
მე-3 ნაწილებით.

banner
წინა სტატიაშიბაჩანა შენგელია მომხდარზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო