,,ბ-ნო ბიძინა უფსკრულის პირას დგახართ !”-ელისო კილაძე ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

,,ბ-ნო ბიძინა,პირველად მოგმართავთ საჯაროდ და ძალიან მინდა ეს სტატუსი ბოლომდე წაიკითხოთ :
2007 წლის 7 ნოემბერს ,როცა რუსთაველზე ვიდექი რეზინის ტყვიებში ,მაშინ ყველაზე ძალიან იმ ხელისუფლების წასვლა მინდოდა მოუსავლეთში !
27 მაისის დილას,როცა დარბეულ და დალეწილ მეგობრებს საავადმყოფოებში ვეძებდი,როცა ბესო ტაბატაძეს თვალი მოთხარეს,მაშინ უკვე ვიცოდი რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმ ხელისუფლების მოსაშორებლად.
ამიტომ მიხაროდა , როცა ხელისუფლება იცვლებოდა და რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე ,იმისათვის რომ ოცნება გამარჯვებული ყოფილიყო !
მეიმედებოდით !
მერე დაიწყო და დაიწყო-კორუფცია,ნეპოტიზმი,უსამართლობა,ბიუჯეტის ქურდობა,სახელმწიფოს მიტაცება !
მეც დავიწყე და დავიწყე ხმალამოღებული ომი ამ ჩინოვნიკების წინააღმდეგ ! შემეძლო კი მშვიდად მეცხოვრა !
შვილი დამიჭირეს !
დღეს ალბათ უკვე იცით რომ ყველაფერში მართალი ვიყავი,ანგარება არ მამოძრავებდა და ამიტომ აღარაა არც ერთი ის ჩინოვნიკი თანამდებობაზე !
ახლა როცა 2019 წლის 20 ივნისია,რუსთაველზე ისევ სისხლი დაიღვარა,ამ ლაქას თქვენი ხელისუფლება ვეღარ მოიშორებს !
თქვენ მოგმართავთ-ბ-ნო ბიძინა უფსკრულის პირას დგახართ !
ერთი ნაბიჯია !
ქვეყანა არნახულ კრიზისშია !
მორალური უპირატესობა დაკარგეთ !
ნუ გაჯიუტდებით-დაითხოვეთ მთავრობა,გააუქმეთ მაჟორიტარული სისტემა და დათანხმდით პროპორციული სისტემით არჩევნებს !
მერე კი ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარეთ იმ პოლიტიკურ ძალებს(ძალა აღარ იქნება),ვინც არჩევნებს მოიგებს !
ეს ქვეყნის და თქვენი შანსია !
ამ სიმართლეს ე.წ.”გუნდში” არავინ არ გეტყვით !
მე უნდა გითხრათ და გეუბნებით !-წერს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე

banner
წინა სტატიაში“ვითხოვთ ე.წ. გავრილოვის ღამის მომწყობის გახარიას გადადგომას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას” – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილი – ირაკლი კობახიძე გააგდეს