სანდრა რულოვსი: აზერბაიჯანთან გაფუჭებულია ურთიერთობა დღევანდელი მთავრობის ხელით

დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სანდრა რულოვსი გამოეხმაურა. მისი თქმით საქართველოს და აზერბაიჯანს აქამდე პრობლემები არ ჰქონიათ და აღნიშნული კონფლიქტი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დამსახურებაა.

„საქართველოს აზერბაიჯანთან არასდროს არ ჰქონია პრობლემები ურთიერთობის. ეს არის ჩვენი ძალიან მეგობრული მეზობელი სახელმწიფო და ეს ფაქტი, რომ დღეს არის პრობლემები მარტო მეტყველებს იმაზე, რომ გაფუჭებულია ეს ურთიერთობა დღევანდელი მთავრობის ხელით. ეს ძალიან დასანანია და ვეტყოდი, რომ ყოველთვის სახელმწიფო ინტერესები უნდა იდგეს პირველ რიგში და არა რაღაცა კომერციული და სხვა ინტერესები,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

1923 წელს ბოლშევიკების მიერ ვაკის პარკში დახვრეტილი მებრძოლების მემორიალი სანდრა რულოვსმა ყვავილებით შეამკო. 23 წლის 20 მაისს საბჭოთა ჩეკამ „სამხედრო ცენტრის“ 15 წარმომადგენელი დახვრიტა ვაკის პარკის ტერიტრიაზე, მათ შორის გენერლები – კოტე აფხაზი, ალქესანდრე ანდრონიკაშვილი და ვარდენ წულუკიძე. სანდრა რულოვსთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი სტუდენტებმა და ისტორიკოსებმაც მიაგეს.

„20 მაისს მოხდა ეს 1923 წელს. აი აქ დახვრიტეს 14 ადამიანი, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და არ ეგუებოდა გასაბჭოებას რომელიც21 წლიდან ქვეყანაში შემოვიდა. როცა დახვრიტეს, თვითონაც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ჩვენს ახლობლებს გადაეცით, რომ ჩვენ ქართველი პატრიოტის შესაფერისი სიკვდილი ავირჩიეთ. ამას ვიხსენებთ, რომ ეს არის მათი ძალიან გმირული საქციელი. ასეთი გმირი ძალიან ბევრია რა თქმა უნდა,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში რუსული დროშების გამო, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: “ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა მოლაპარაკებების შედეგი მისაღები იყოს