ბათუმში რუსული დროშების გამო, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს

ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაზე რუსული დროშების გამო, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ამ დღისთვის, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლას დღეს ისევ ვაგრძელებთ. რაც შეეხება დღევანდელ მსვლელობას, პასუხისმგებლობის ნაწილი ეკისრება აჭარის განათლების სამინისტროს, ამიტომ მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადაყენებულია“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

banner
წინა სტატიაშისომხურ-ქართული ამჟამინდელი მაღალი დონის ურთიერთობები მომავალშიც ჩვენი ხალხების ინტერესებს მოემსახურება
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი: აზერბაიჯანთან გაფუჭებულია ურთიერთობა დღევანდელი მთავრობის ხელით