გიორგი გახარია: “ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა მოლაპარაკებების შედეგი მისაღები იყოს

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში,
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მსვლელობისას
ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე- რა ღონისძიებების გატარებას
გეგმავს საქართველოს ხელისუფლება დავით-გარეჯთან მიმართებაში, გიორგი
გახარიამ უპასუხა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა მოლაპარაკებების
შედეგი მისაღები იყოს, როგორც კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი
ეკლესიისთვის.

“ვატარებთ იმ ღონისძიებების, რომელიც არის აუცილებელი, რასაც ჰქვია
სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა, კომისიის დონეზე მუშაობა, საზღვრის
დელიმიტაციის და დემარკაციის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მონდომებული
ვართ, მოწოდებული ვართ, და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ
ერთხელ ვიმეორებ, ხაზგასმით, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკებების შედეგი
უნდა იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული
მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის,”- განაცხადა გიორგი
გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი: აზერბაიჯანთან გაფუჭებულია ურთიერთობა დღევანდელი მთავრობის ხელით
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც გაჯერებულია ეროვნული სიამაყის და ერთიანობის განცდით