აზერბაიჯანს ევროკავშირითან ურთიერთობები ეძაბება

აზერბაიჯანის ვიცეპრეზიდენტი ალი ჰასანოვი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება მათ ქვეყანას აიძულებს, ევროსაბჭოსთან ურთიერთობები გადასინჯოს.


„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ მომზადებული რეზოლუცია, ჩვენი ქვეყნის მიმართ განზრახ გამოტანილი არასამართლიანი გადაწყვეტილებაა და ანტი-აზერბაიჯანული წრეების სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზეა მიღებული“, განაცხადა ჰასანოვმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებზეა გამახვილებული ყურადღება.

banner
წინა სტატიაშიგაბელია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ითამაშებს
შემდეგი სტატიალევან იზორია: თურქეთი საქართველოს უსაფრთხოებისათვის ყველაფერს აკეთებს