აზერბაიჯანის საგარეო უწყება ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

ამის შესახებ საგარეო უწყება „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„საქართველოს ქალაქ ბათუმში შვიდსართულიანი შენობის ჩამონგრევის ამბავმა ძალიან დაგვამწუხრა. ჩვენ ვუსამძიმრებთ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ყველა დაშავებულს. სოლიდარობას გამოვხატავთ მეგობრული საქართველოს მიმართ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისასამართლო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიაღამის განმავლობაში 4-ჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერება – გარდაცვლილი ქალის ექიმი