ღამის განმავლობაში 4-ჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერება – გარდაცვლილი ქალის ექიმი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი კი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.

” შემოსვლისთანავე მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმე და კრიტიკული. სასწრაფო დახმარების მანქანაშივე აღენიშნებოდა სიმძიმის ყველა ნიშანი, ჰქონდა გულის გაჩერება და შემოვიდა გულის გაჩერებით. ორმხრივი მიდრიაზით, მიმდინარე სისხლდენით. ღამის განმავლობაში 4-ჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერება. ჩაუტარდა ჰემოდიალიზი. დღეს დილით 10-ს რომ 25 წუთი აკლდა დაფიქსირდა ბუნებრივი სიკვდილი”,- თქვა თამარ მხატვარმა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის საგარეო უწყება ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა – ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ