სასამართლო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისთვის და აკო ჭელიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხი განიხილება.

დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარე პროცესზე წარმოდგენილი ბრალდებულების მიმართ მოითხოვს დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას.

როგორც გიორგი კავილაძის ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი აცხადებს, დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებია გარეშე დატოვებას მოითხოვს.

“დღევანდელი პროცესი უკვე გამოტანილი განჩინების კანონიერების გადამოწმებაა და თავად ბრალდებულების სამართლიანი განხილვის უფლების საშუალების მიცემა. პირველ რიგში ბრალდების მხარის პოზიციას მოვისმენთ, ჩვენმა მხარემ სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. ორივე სასამართლოს განჩინებას დასაბუთების პრობლემა აქვს. აქედან გამომდინარე, პატიმრობის საკითხს, როგორც ადვოკატი, დასაბუთების გარეშე მივიჩნევ. თუ სასამართლოს ტენდენცია ასეთი ექნება, რომ უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება და უკვე დაპატიმრებული არიან და ახლა მხოლოდ ფორმალური ნაწიალია, კარეგორიულად არ დავეთხმებით.

რაც შეეხება ბრალის კვალიფიკაციას, კვალიფიკაციის შეცვლას, ან მის ირგვლივ რამე მოქმედების განხორციელებას დაცვის მხარე არ ვაპირებთ. თუმცა, მივიჩნევ, რომ ხარვეზები და პრობლემა წარდგენილ ბრალდებაში არის”, – განაცხადა ტურაზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის საგარეო უწყება ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს