ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში – დაშავდა 4 პირი

რამდენიმე წუთის წინ სენაკში ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ოთხი პირი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებმაც დაშავებულები, კლინიკა “არქიმედეში” გადაიყვანეს.

როგორც “თაიმერს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიბერლინში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაგუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა