ბერლინში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა

ბერლინში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი მემარცხენე პარტიის ყოფილი წევრი სარა ვაგენკნეხტი და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი კორესპონდენტი გაბრიელე კრონე-შმალცი იყო.

პოლიციის ცნობით, აქციაში 7000 ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ დემონსტრაციას 20 000 მოქალაქე შეუერთდა.

როგორც აქციაზე გამოსვლისას სარა ვაგენკნეხტმა განაცხადა, „უკრაინელ ხალხს არა იარაღი, არამედ მშვიდობა სჭირდებათ და ამისთვის აუცილებელია მოლაპარაკებები“. მან გააკრიტიკა გერმანიის მოქმედი მთავრობა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გამო, ხოლო გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს „ომის მინისტრი“ უწოდა.

აქციის მონაწილეებმა ასევე გააკრიტიკეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელმაც მათივე მტკიცებით „დაპირებები არ შეასრულა“. აქტივისტების განცხადებით, უკრაინაში ომი დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს, ხოლო გერმანიამ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე უნდა იზრუნოს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტრო – უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში – დაშავდა 4 პირი