ავსტრალიაში ნიანგი მძინარე ტურისტს თავს დაესხა

ავსტრალიის ჩრდილოეთში ნიანგი კარავში შეძვრა დ მძინარე ტურისტს ფეხზე უკბინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პიტერ როზველი ოჯახთან ერთად მდინარე პალმ-კრიკის სანაპიროზე ისვენებდა, როდესაც ღამე, კარავში ნიანგი შეძვრა და მძინარე პიტერს ფეხზე უკბინა.

პიტერი დამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ექიმებმა განაცხადეს, ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ იყო.

როგორც ახლომდებარე ქალაქის მერმა განაცახა, ამ რეგიონის მაცხოვრებლები სულ უფრო ხშირად ხვდებიან ნიანგებს ტურისტულ ადგილებში.

„ჩვენ იძულებულები ვართ ნიანგებთან ერთად ვიცხოვროთ, რადგან ეს გარემო მათაც ეკუთვნის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში უნდა ჩავიგდოთ. “- განაცხადა მერმა, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება ნიანგების პოპულაციის შემცირებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ წითელუბნიდან გატაცებული არასრულწლოვანი გაასამართლა
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა წარმატებულად დამთავრდა