ავსტრალიაში დავიწყებული კურდღელი ბომბი ეგონათ

ავსტრალიაში დავიწყებული კურდღელი ბომბი ეგონათავსტრალიაში ბომბი ეგონათ კურდღელი, რომელიც პატრონს ყუთში ყავდა ჩასმული და დაავიწყდა – Fox News-ი ავრცელებს. ინციდენტი ადელაიდას აეროპორტში რამდენიმე დღის წინ მოხდა. დამლაგებელმა ქალების საპირფარეშოში საეჭვო ყუთი აღმოაჩინა. ადგილზე გამნაღმველები გამოიძახეს. “ჩვენ ყველაფერს დიდი ყურადღებით ვეპყრობით, რაც ხალხის უსაფრთხოებას ეხება და ჩვენი გამნაღმველები ყუთში კურდღლის აღმოჩენას ნამდვილად არ ელოდებოდნენ” – პოლიციის შეფმა ბრეტ მაკკენმა თქვა. კურდღელი ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადეობას გადასცეს. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ კურდღელი მალე დაუბრუნდება პატრონს.

banner
წინა სტატიაშიამერიკელს ფეხსაცმელში აუფეთქდა კამერა, რომლითაც ის გამვლელების კაბის ქვეშ ფოტოების გადაღებას აპირებდა
შემდეგი სტატიაგოდების კედელთან მოდელის შიშველ ფოტოს ისრაელში სკანდალი მოყვა