გოდების კედელთან მოდელის შიშველ ფოტოს ისრაელში სკანდალი მოყვა

ბელგიელი მხატვარი და მოდელი ისრაელში მკაცრად გააკრიტიკეს ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც მან ძველ იერუსალიმში სახლის სახურავზე გადაიღო და საიდანაც გოდების კედელი ჩანს. მარისა პაპენმა ფოტო ინტერნეტში გამოაქვეყნა. რაბინმა შმუელ რაბონოვიჩმა ინციდენტს “სერიოზული და დასანანი” უწოდა, რომელიც “ამ ადგილის და აქ მომავალი ადამიანების სიწმინდეს არღვევს”.

2017 წელს მარისა პაპენი დაკავებული იყო იმის გამო, რომ მან ლუქსორში ძველეგვიპტური ტაძრის ნანგრევების ფონზე შიშველი ფოტო გადაიღო.
საკუთარ საიტზე ახალგაზრდა მოდელი ცხოვრების საკუთარ სტილს “თავისუფლების შიშველ სტილს” უწოდებს, როცა “ნიღბებს იხსნიან და ოკეანეში აგდებენ”. ის თავის ბევრ ფოტოზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აქვს გადაღებული, შიშველი პოზირებს – “ბიბისი” წერს.
სოციალურ ქსელში პაპენს ანტისემიტიზმსა და მუსლიმების რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიაში დავიწყებული კურდღელი ბომბი ეგონათ
შემდეგი სტატიამიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო