ამერიკელს ფეხსაცმელში აუფეთქდა კამერა, რომლითაც ის გამვლელების კაბის ქვეშ ფოტოების გადაღებას აპირებდა

აშშ-ს ვისკონსინის შტატის მკვიდრმა დამწვრობა მიიღო მას შემდეგ, რაც ფეხსაცმელში ვიდეოკამერა აუფეთქდა, რომლის მეშვეობითაც ის ქუჩაში გამვლელი ქალების კაბების ქვეშიდან ფოტოებისა და ვიდეოს გადაღებას აპირებდა.

ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს, რომ 32 წლის მამაკაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, რადგანაც ჩანაფიქრის განხორციელებამდე კამერის ელემენტი აფეთქდა. შემთხვევის შესახებ ქალაქ მადისონის პოლიციის უფროსმა მაიკ კოვალმა საკუთარ ბლოგში დაწერა. მამაკაცმა პოლიციაში მისვლლისას განაცხადა, რომ სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა. მანამდე კი მომხდარზე მღვდელს მოუყვა.
პოლიციაში მამაკაცს რამდენიმე რჩევა მისცეს და გაუშვეს.
2015 წელს ვისკონსინიში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, კაბის ქვეშ შეხედვა მძიმე დანაშაულად ითვლება. დანაშაული სამი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისოხუმის პარკში აღმოჩენილი სამარხის გათხრა დაიწყეს
შემდეგი სტატიაავსტრალიაში დავიწყებული კურდღელი ბომბი ეგონათ