Avicii-ს ნათესავების ვერსიით, დიჯეიმ თავი მოიკლა

შვედი დიჯეისა და პროდუსერის ტიმ ბერგლინგის, იგივე Avicii-ს ოჯახმა განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ Avicii-მ თავი მოიკლა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ 28 წლის დიჯეის მგრძნობიარე არტისტული სული ქონდა, რომელიც ეგზისტენციალურ შეკითხვებზე ეძებდა პასუხებს. “პერფექციონისტი ძალიან ბევრს დადიოდა და მძიმედ მუშაობდა ისეთ ტემპში, რომ ძლიერი სტრესი გამოიწვია” – ნათქვამია ტექსტში. “როცა მან შეწყვიტა საგასტროლო ტური, მას ცხოვრებაში ბალანსის პოვნა სურდა. ძალიან უჭირდა, ფიქრობდა ცხოვრების არსზე, სიცოცხლეზე, ბედნიერებაზე. მან ეს ვერ გადაიტანა. მან სიმშვიდე სურდა” – ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
მუსიკოსი ერთი კვირის წინ გაიდაიცვალა. ორი წლის წინ მან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გასტროლებს წყვეტს.

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, Avicii 2013 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების ათეულში იყო, წლიური შემოსავლით 20 მილიონი დოლარი.
Avicii სანსკრიტზე მერვეს ნიშნავს, ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა წრეს, სადაც დამნაშავეები ხვდებიან და სადაც ისინი ისევ აღსდგებიან. მუსიკოსის დედა ცნობილი შვედი მსახიობია – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ლონდონში ტერეზა მეის ესტუმრება
შემდეგი სტატიათურქეთის ოპოზიციის მუხანათური ნაბიჯი ერდოღანის წინააღმდეგ