თურქეთის ოპოზიციის მუხანათური ნაბიჯი ერდოღანის წინააღმდეგ

თურქეთის ოპოზიციამ, 24 ივნისს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე მოკლე დროში, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ გაერთიანება და მუხანათური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რაც ერდოღანის ყოფილი და ყველაზე წონიანი თანამებრძოლის გადაბირებაში გამოიხატება.


თურქული მედიაში უკვე აშკარად ქვეყნდება ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, თურქეთის ოპოზიციის ყველაზე ძლიერი პარტიები, ათათურქისტების ,,სხალხო რესპუბლიკური პარტია,, (CHP), პროქურთული ,,სახალხო დემოკრატიული პარტია,, (HDP) და თურქეთში საკმაოდ პოპულარული ქალბატონის, მერალ აკშენერის, ნაციონალ-კონსერვატიული ,,კარგი პარტია,, (YP), ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმდნენ და ის, ერდოღანის უახლოესი თანამებრძოლი და თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი – აბდულაჰ გიული იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს და მის ,,სამართლიანობისა და აღორძინების პარტიას,, (AKP) თურქულ ელექტორატში საკმაოდ ძლერი პოზიციები აქვს, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ გიულის გადაბირებით, ოპოზიცია ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებს… და ამ უპირატესობის აღმოფხვრა, მმართველ პარტიას, არჩევნებამდე დარჩენილ სულ ცოტა დროში, გაუჭირდება.
რაც შეეხება თავად ყოფილ პრეზიდენტ აბდულაჰ გიულს, ის სულ ცოტა ხნის წინ ერდოღანის ერთგულ და ყველაზე წონიან ლიდერად მოიაზრებოდა… თუმცა, მისი ბოლო დროინდელი განცხადებები, სულ უფრო და უფრო ასცდა ერდოღანის კურსის მხარდაჭერას და აშკარად მიანიშნა მისი ოპოზიციური განწყობილებისკენ, რითაც ოპოზიცია აპირებს რომ ისარგებლოს. მიუხედავად ოპოზიციასთან არსებული კულუარული მოლაპარაკებებისა, რომელზეც თურქული მედია წერს, აბდულაჰ გიულს, ამ დრომდე, თურქეთის პრეზიდენტობაზე ღია განაცხადი არ გაუკეთებია. შესაბამისად, არც პრეზიდენტი ერდოღანი ჩქარობს ღიად ,,დაარტყას,, ყოფილ თამამებრძოლს.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიAvicii-ს ნათესავების ვერსიით, დიჯეიმ თავი მოიკლა
შემდეგი სტატიაუზბეკეთის სკოლებში მოსწავლეებს მასობრივად ამოწმებენ ქალიშვილობაზე