დონალდ ტრამპი ლონდონში ტერეზა მეის ესტუმრება

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზდენტის სამუშაო ვიზიტი ბრიტანეთში 13 ივლისს შედგება – “ბიბისი” წერს. შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული. მიმდინარე წლის დასაწყისში ტრამპმა ლონდონში ვიზიტი ერთხელ გადადო, სადაც აშშ-ს საელჩოს ახალი შენობის გახსნას უნდა დასწრებოდა. მაშინ მან “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ უკმაყოფილოა იმით, რომ ობამას ადმინისტრაციამ ძველი შენობა გაყიდა და ახალი ააშენა, რომელიც 1,2 მილიარდი დოლარი დაჯდა. სინამდვილეში, საელჩოს ლონდონში გადაადგილების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ობამამ კი არა, რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა მოაწერა. პოლიტილოგების შეფასებით, ტრამპმა წასვლა იმიტომ გადაიფიქრა, რომ მის წინააღმდეგ გამართულ აქციებს თავი აარიდა – წერს ბრიტანული გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-სამეგრელოში ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი გადადგა
შემდეგი სტატიაAvicii-ს ნათესავების ვერსიით, დიჯეიმ თავი მოიკლა