ავღანეთის მისიის ქართველი ჯარისკაცები საქართველოს პრეზიდენტს დღეს აირჩევენ

საქართველოს პრეზიდენტს ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში დღეს ირჩევენ. საარჩევნო უბნები 2 ბაზაზეა განთავსებული – ბაგრამსა და მაზარ შარიფში.

სულ რეგისტრირებულია 875 სამხედრო. ვინც სპეციალურ პოსტზე იქნება მათ გადასატან ყუთს მიაწვდიან.

პროცესი დილის 08:00 საათიდან, საღამოს 08:00-მდე გაგრძელდება. თბილისში გამოგზავნილი დალუქული ყუთები 28 ოქტომბერს, მას შემდეგ გაიხსნება, რაც საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურება.

banner
წინა სტატიაშირატომ ემუქრება ჩავარდნა გუდაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ტენდერს
შემდეგი სტატია„მცდელობა ჰქონდა ჩემს გატაცებას… პოლიცია დუმს“ – ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ავტომანქანის ნომერს აქვეყნებს