„მცდელობა ჰქონდა ჩემს გატაცებას… პოლიცია დუმს“ – ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ავტომანქანის ნომერს აქვეყნებს

ბიზნესმენ და ცხოველთა თავშესაფრის მფლობელ თამაზ ელიზბარაშვილს გუშინ იტაცებდნენ. ამის შესახებ თავად ბიზნესმენმა სოცლიალურ ქსელში დაწერა:
„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დღეს 00:30 სთ-ზე, სავარაუდოდ, მცდელობა ჰქონდა ჩემს გატაცებას, რისგანაც შემთხვევით ერთმა კეთილმა ადამიანმა გადამარჩინა. მანქანის ნომერია PKP-362, ვერცხლისფერი BMW X5.დავრეკე საპატრულო პოლიციაში. რეაქცია ნოლი. ეხლა მივდივარ ვაკის რაიონის პოლიციაში.“

მოგვიანებით, სოციალური ქსელითვე თამაზ ელიზბარაშვილმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა:

„ეხლა გამოვედი ვაკის პოლიციიდან, ახალ გზაზე რომ არის. ნახევარი საათი მაყურყუტეს, პასუხიც ვერ გამცეს, ვინ არის ამ მანქანის მფლობელი, რომელსაც ჩემი გატაცება უნდოდა (ვერცხლისფერი X5 სახელმწიფო ნომერი PKP-362).

პოლიცია, რომელიც ვალდებულია დაიცვას თითოეული ჩვენთაგანი კრიმინალისაგან – დუმს.“

banner
წინა სტატიაშიავღანეთის მისიის ქართველი ჯარისკაცები საქართველოს პრეზიდენტს დღეს აირჩევენ
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს