„გამოდის, რომ ამ პროცესებში ყველაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება რეალურად ურთმელიძეს გაუკეთებია“ – R2-ის ადვოკატი

დიდი პალატა არსებითად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ, თურმე, ქიბარ ხალვაშზე განხორცილებული ზეწოლა, რომელიც არ მტკიცდება არაფრით, ყოფილა საჯაროდ ყოფილი ფაქტი-ეს განცხადება, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა, “რუსთავი2”-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგ გააკეთა. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ადვოკატი განმარტავს, თუ რაზე დაყრდნობით მიაკუთვნა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ “რუსთავი2” ქიბარ ხალვაშს.

მისი თქმით, გადაწყვეტილებაში რიგი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებია. მურადაშვილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებებით, არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელდეს “რუსთავი2”-ის უფლებების დაცვა სტრასბურგის სასამართლოში.

„დიდი პალატა არსებითად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ, თურმე, ქიბარ ხალვაშზე განხორცილებული ზეწოლა, რომელიც არ მტკიცდება არაფრით, ყოფილა საჯაროდ ყოფილი ფაქტი და ამ გარემოებით ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა იძულებას, რაც არის სრულიად გაუგებარი რამ. როგორ შეიძლება, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საჯაროდ ცნობილი ფაქტიდან და ისიც გაუგებარია, საიდან იყო ცნობილი, ვინაიდან არ არის დამტკიცებული, გამოიყენა იმის არგუმენტად, რომ ქიბარ ხალვაში ეცნო “რუსთავი2”-ის მესაკუთრედ,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ეროვნული სირცხვილი და კატასტროფა, R2-ის საქმეზე უზენაესის დასაბუთებას ურთმელიძისაც კი სჯობდა” – გვარამია
შემდეგი სტატიაავარია მეტრო სარაჯიშვილთან – დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს