აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს

აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“პარტიები ვალდებულები არიან სამ კვირაში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია, შესაბამისად მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას ვსწავლობთ სიტემატიურად მათ შორის პაატა ბურჭულაძის პარტიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და საქმიანობას წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. შევისწავლით ნებისმიერ ხარჯსა და ღონისძიებას მათ შორის მიმდინარეობს შესწავლა შემომწირველებთან დაკავშირებითაც. ეს სისტემატიური და მიმდინარე პროცესია”,- განაცხადა აზნაურაშვილმა.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახური შემომწირველებთან დაკავშირებით ინფორმაციას შემოსავლების სამსახურისგან ითხოვს.

“ამ ეტაპზე არის რამდენიმე კითხვა 40 პირთან დაკავშირებით, რომლების დაბარებაც მიმდინარეობს და ეს პირები არიან თითქმის ყველა პარტიის შემომწირველები. ჩვენ გვაქვს კითხვა დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით, რომ მათ უმრავლესობას არ უფიქსირდებათ საკმარისი შემოსავლები ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციიდან გამომდინარე. შესაბამისად ჩვენ მათ ვეკითხებით რა წყაროებიდან მოხდა შემოწირულობების განხორციელება და შესაძლებელია მათ წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია იჯარის არსებობასთან დაკავშირებით ან რაიმე სხვა შემოსავალი, რომელიც შეიძლება არსებობდეს. ამ პირების გამოკითხვა ყოველდღიურად მიმდინარეობს”,- აღნიშნა აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა.

banner
წინა სტატიაში(video) ხაკასიის კოლონიის შტურმით აღების ვიდეო გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაპოლონეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ერაყელი ლტოლვილი დააპატიმრეს