აუდიტის სამსახური: გულით ავადმყოფი პაციენტები არაპროფილურ კლინიკებში იყვნენ გადაყვანილნი 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში არსებულ პრობლემებზეა საუბარი.

„პაციენტის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების და პასპორტიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო, ვერ იქმნება პაციენტის ოპტიმალურად ჰოსპიტალიზაციის და თვითნებური ჰოსპიტალიზაციის პრაქტიკის თავიდან აცილების საფუძველი. გარკვეულ შემთხვევებში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაციისას უახლოესი მანძილის პრინციპის უგულებელყოფა და მათი ისეთ დაწესებულებაში მიყვანა, სადაც არ არის პაციენტის მისაღები ხარისხით მკურნალობისათვის საჭირო პირობები. ეს კი მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნისას დაგვიანებული რეაგირების და საჭირო მომსახურების ვერ მიღების რისკს, იმის გათვალისწინებით, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თავისთავად უკვე გულისხმობს პაციენტის მძიმე მდგომარეობას. 693 შემთხვევაში, გულის და ტკივილი გულის არეში დიაგნოზისას პაციენტები გადაყვანილი იყვნენ დაწესებულებებში, რომელთაც არ ჰქონდათ ნებართვა ინტერვენციულ კარდიოლოგიაში.ზემოაღნიშნული ფაქტორები გარდა ხარისხობრივი მნიშვნელობისა, ასევე ქმნის სისტემის გაუმჭვირვალობის და რესურსების არამიზნობრივად გამოყენების რისკებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

„კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესების რისკის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დახვეწოს:

· არსებული პასპორტიზაციის სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის (მოქმედი ნებართვები, მომსახურების პროფილი, სამედიცინო პერსონალის მზადყოფნა, თავისუფალი ადგილები და ა.შ.) შესახებ ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში ასახვა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ჰოსპიტალიზაციის ოპტიმალურად განხორციელებაში;
· პაციენტის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, შესაბამისად, პაციენტის გადაყვანისას პრიორიტეტი მიენიჭოს პასპორტიზაციის სისტემის მონაცემებს და უახლოესი მანძილის პრინციპის დაცვას“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია სკანდალში ეხვევა

 

banner
წინა სტატიაშიმაესტრო გოგი ჭიჭინაძე!
შემდეგი სტატია“ჩვენ არ გვიყვარს წინა ხელისუფლება, თუმცა არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლებშიც წინა მმართველი პარტიის მიღწევებს ვაღიარებთ”