სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია სკანდალში ეხვევა

ქ. თბილისის მერიის, სსიპ-სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია სკანდალში ეხვევა. კერძოდ საქმე ეხება მისი და მისი ქმრის მიერ კლინიკებისთვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პაციენტების შეყვანის საქმეს.

როგორც “თაიმერს” წყარო უყვება, ცოლ-ქმარი კლინიკებს ე.წ ატკატებს სთხოვს პაციენტების შეყვანის სანაცვლოდ, რიგ შემთხვევაში კი წილში ჩაჯდომასაც კი.

“მოკლედ საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა,რომ ეს სამსახური არის მერიის სიპი მას სუსი აკონტროლებს. ნარმანიას დროს, მერს სიპში ამბის მოკითხვის უფლებაც კი არ ჰქონდა. თუმცა იყო ვარაუდი, რომ სიტუაციას კალაძე გააკონტროლებდა, თუმცა როგორც ვხედავთ არაფერი იცვლება. სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორი გვარამია, სუსის მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ცოლის დაქალია, მანდ მუშაობს გოგაშვილის ცოლის დისშვილიც” –აცხადებს წყარო.

ამასთან, როგორც წყარო “თაიმერს” უყვება მაკა გვარამიამ ერთი და იმავე დოკუმენტით, დედის სამკურნალოდ ჯერ მერიას, შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტროს დაახლოებით 18–18 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარებში დაარიცხინა.

“თუმცა მისი ოჯახის წევრმა ეს თანხა ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, თანხა თურქეთში მეუღლის კლინიკაში გადაირიცხა. ოჯახის წევრს მეორე დარიცხული თანხის დროს საზღვარიც კი არ გადაუკვეთავს. თუმცა მალევე ქალბატონი ახალი მანქანით ესტუმრა სასწრაფო დახმარების ცენტრს. ასე გაათეთრეს ფული“– აცხადებს წყარო.

სკანდალშია გახვეული ასევე მაკა გვარამიას ქმარი, ექიმი არჩილ გოგოლაურიც. მას სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს.

სიმსივნით დაავადებული 42 წლის პაციენტის ოჯახი ცნობილ ექიმს, არჩილ გოგოლაურს, თაღლითობასა და მკურნალობისთვის მიცემული თანხის მითვისებაში ადანაშაულებს.

30 ათასი ამერიკული დოლარი ლევან დარბაისელმა გოგოლაურს სტამბოლის კლინიკაში ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად გადასცა. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მისი მკურნალობა ამ თანხის ნახევარი დაჯდა, დანარჩენი ფული ექიმმა მიითვისა. მას მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სჭირდებოდა.

პროცედურის ჩასატარებლად ის ექიმ არჩილ გოგოლაურთან მივიდა, რომელის თურქულ კლინიკებსა და ქართველ პაციენტებს შორის შუამავალი იყო.

სტამბოლში კლინიკასთან დაკავშირების შემდეგ გაირკვა, რომ შუამავალმა, არჩილ გოგოლაურმა, არა მაღალდოზირებული, არამედ სხვა ქიმიოთერაპიის თანხა გადაიხადა.

ექიმი, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ, კლინიკა ჰერას ერთ-ერთ დამფუძნებელი, არჩილ გოგოლაურია.

პროკურატურამ გოგოლაურიც და მისი მეუღლეც უკვე დაკითხა.

გოგოლაურის მიერ საბუთების გაყალბებასა და საქმეში ფინანსურ ინტერესს გამორიცხავს მისი უფლებადამცველი. ადვოკატ კახა ხვისტანის მტკიცებით, მკურნალობის კურსი თურქმა ექიმებმა შეარჩიეს და შუამავლის დანაშაული არ იკვეთება.

ცნობილი ექიმის საქმიანობას, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სსსკ-ის 180-ე – თაღლითობის, მუხლით იძიებს. გამოძიების შემდეგ არაა გამორიცხული, დარბაისელების გარდა, გოგოლაურის თაღლითობის გამო, კიდევ სხვა დაზარალებულებიც გამოიკვეთოს.

სკანდალში გახვეულია მისი მეუღლეც, მაკა გვარამიაც, რომელიც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსია, მანამდე კი თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილისა და ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია