„აუცილებლად უნდა დადგინდეს საერთოდ ჰქონდა თუ არა გავრცელების ფაქტს ადგილი“ – მდინარაძე ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტი – „ქართული ოცნების“ საპრალამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მამაუკა მდინარაძს განცხადებით, ეკა ბესელიასთან დაკავშირებით უნდა დადგინდეს რეალურად ჰქონდა თუ არა გავრცელებას ადგილი. დადასტურების შემთხვევაში კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვის მიერ მოხდა გავრცელება:

“პირველ რიგში აუცილებლად უნდა დადგინდეს საერთოდ ჰქონდა თუ არა გავრცელების ფაქტს ადგილი და თუ ასეთი დადასტურდება, გამოძიებას აქვს ვალდებულება, რომ უმოკლეს დროში დაადგინოს ვინ გააკეთა ეს ყველაფერი…

იყო კონკრეტული ქეისები, მე შეგნებულად არ დავასახელებ იმ შემთხვევებში დაზარალებულების ვინაობას, როდესაც მართლმსაჯულება განხორციელდა და დამნაშავე პირები დაისაჯნენ. აქედან გამომდინარე, ნუ ვიტყვით, რომ არავინ დასჯილა მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით” განაცხადა მამაუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“გაუნთლებელი..პოლიტიკური ცვედანი… ნუ მეტოლება”- უგულავა კალაძეზე
შემდეგი სტატიაჭიდაობის ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მიმართა