“გაუნთლებელი..პოლიტიკური ცვედანი… ნუ მეტოლება”- უგულავა კალაძეზე

„კახი კალაძე გაუნათლებელთან ერთად პოლიტიკური ცვედანიც არის”- ასე ეხაურება მოქმედი მერის განცხადებას ყოფილი მერი გიგი უგულავა.

საქმე ეხება კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2013 წელს სწორედ გიგი უგულავამ გასცა სპეცნებართვა ვაკის პარკში 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე.

„კახი კალაძე გაუნათლებელთან ერთად პოლიტიკური ცვედანიც არის, იმიტომ, რომ მე შემიძლია ჩამოვყვე რამდენი პრობლემა დამხვდა ვანო ზოდელავასგან, მაგრამ ეს არასდროს გამიკეთებია და არც იმათ ვაკადრებდი, ელემენტარული კოლეგიალობის საკითხია. ადამიანი, რომელიც ხელს იშვერს და პასუხისმგებლობას ვერ იღებს, ის სიკეთეს ვერ მოიტანს. ამიტომ, ეს არის პოლიტიკური ცვედანი, ამასთან ერთად სამწუხაროდ, არის შეუფერებელი, იმიტომ, რომ არის უზრდელი. პირველი შემთხვევა არ არის, როცა კახი კალაძე ამბობს ერთ სიტყვას, რომელსაც რეალურად სხვა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის სხვა მნიშვნელობით ხმარობს, იმიტომ, რომ არ იცის. არ ვაპირებ ამ ადამიანთან შეჯიბრებას, დამანებოს თავი და ნუ მეტოლება ყოველ მთავრობის სხდომაზე, მიხედოს საქმეს“, – განაცხადა უგულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში 360 გრადუსი

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
შემდეგი სტატია„აუცილებლად უნდა დადგინდეს საერთოდ ჰქონდა თუ არა გავრცელების ფაქტს ადგილი“ – მდინარაძე ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე