ათობით ადამიანი დაიღუპა წუხელ დაკაში მომხდარი ხანძრის დროს

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში წუხელ მომხდარი ხანძრისას მინიმუმ 70 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, რომლის პირველ სართულზე ქიმიკატების საწყობი იყო.
სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა ალი აჰმედმა “ფრანს პრესს” განუცხადა, რომ აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის ბალონი იყო, რომლის შემდეგადაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა – “ბიბისი” წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბანგლადეშში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემები არსებობს.
2013 წელს ქვეყანაში ხანძრის გამო 1100 პირი დაიღუპა, რამდენიმე ათასი კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიჩინჩალაძე, გვრიტიშვილი,იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრი, მოქმედი მოსამართლები უსაქმურად არიან
შემდეგი სტატიალადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა