ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა

2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა მოხვდა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

„ეს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. ისინი ასწავლიან როგორც ქალაქებში, ისე სკოლებში. ისინი მხარს უჭერენ ინკლუზიურობას და ბავშვის უფლებებს. ისინი მოსწავლეების შესაძლებლობების განვითარებას ცდილობენ მუსიკით, ტექნოლოგიებით, რობოტექნიკით და მეცნიერებით. ყველა ეს ადამიანი მხარს უჭერს ცვლილებას და შთაგონების წყარო არიან როგორც მოსწავლეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია „გლობალ თიჩერ 2019“-ის 10 ფინალისტის დახასიათებაში.

შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეობისთვის ,,მასწავლებლის გლობალურმა ჯილდომ“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასი განაცხადიდან 49 პედაგოგი შეარჩია. გამარჯვებული მასწავლებელი, გარდა იმისა, რომ პედაგოგთა ყველაზე პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული იქნება, ის ფულად პრემიასაც მიიღებს 1 მილიონი დოლარის ოდენობით.გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. ლადო აფხაზავა 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ინდოეთის, არგენტინის, ავსტრალიის, იაპონიის, აშშ-ს, არგენტინისა და კენიის წარმომადგენელი პედაგოგები მოხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიათობით ადამიანი დაიღუპა წუხელ დაკაში მომხდარი ხანძრის დროს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის