ასტრა-ზენეკას მიმღებებიდან ბრიტანეთში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში Oxford / AstraZeneca-თი აცრილებიდან რამდენიმე ადამიანს თრომბი განუვითარდა, მათგან შვიდი გარდაიცვალა. ექსპერტები ამბობენ, რომ შემთხვევების რაოდენობა მცირეა და ვაქცინის სარგებლიანობა მის რისკებს აღებატება. წამლებისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მარეგულირებელი (MHRA) სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში იყენებენ “ყვითელი ბარათების” სქემას, რომელმაც გვერდითი მოვლენების გამოვლენა უნდა გაამარტივოს.

(MHRA-ის უკანასკნელი მონაცემებით, სულ თრომბოზის (CVST) 22 შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტოს ინფორმაციით, ბრიტანეთში 24 მარტის მონაცემებით 18,1 მილიონი ადამიანია აცრილი.

გარდა ამისა, გართულება დაფიქსირდა Pfizer/BioNTec-ით აცრიდან ორ შემთხვევაშიც. MHRA-ს ინფორმაციით, დადასტურებული არ არის, რომ ისინი ვაქცინას უკავშირდება. ამის მიუხედავად, ევროპის წამლების სააგენტომ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე ის შემთხვევების შესახებ გაფრთხილებას ვაქცინის აღწერაში ჩაამატებს – “გარდიანი” წერს.

წყარო

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ და სოხუმის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
შემდეგი სტატია“რიკო კრედიტის” თანამშრომელი: დატოვეთ ბავშვი გარეთ და მოგემსახურებით” (ვიდეო)